საქართველოს რეგიონებში მწნილისა და მურაბის ფესტივალები იმართება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მწნილისა და მურაბის ფესტივალები იმართება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბახმაროსა და ბათუმის შემდეგ, მარნეულის სასურსათო ქარხნის "მწნილისა და მურაბის ფესტივალი" ახალციხესა და გორში გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში მოწყობილი იყო მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს ,,მარნეულის სასურსათო ქარხნის" ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. ფესტივალზე პროდუქცია სპეციალურ ფასად გაიყიდა. მოსული სტუმრები ოჩოფეხიანმა ანიმატორებმა და ქუჩის თეატრის მსახიობებმა გაართეს. ფესტივალის ფარგლებში კონცერტი გაიმართა.

ფესტივალი საქართველოს 10 დიდ ქალაქში ეწყობა. ფესტივალს 13 სექტემბერს- ოზურგეთი, 14 სექტემბერს - ზუგდიდი, 20 სექტემბერს - სამტრედია, 21 სექტემბერს - ქუთაისი, 27 სექტემბერს - გურჯაანი, 28 სექტემბერს კი თელავი უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად, ოქტომბერის დასაწყისში დედაქალაქში, "თბილისობის" დღესასწაულზე დასრულდება.