10 ქალაქი მსოფლიოში, რომელსაც წყლის დეფიციტი ემუქრება

გაეროს მონაცემებით, პლანეტის 10 ადამიანიდან 4-ს, წყლის დეფიციტს განიცდის, რაც საკმაოდ შემაშფოთებელი მაჩვენებელია. ორგანიზაციამ საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით, მსოფლიოს ის 10 ქალაქი დაასახელა, რომელიც შესაძლოა, არასაკმარისი წყლის რაოდენობის გამო, სულ მალე კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდეს.

გაერომ ერთ-ერთ ასეთ მაგალითად ჩენაი დაასახელა, სადაც წყლის დეფიციტი უკვე არსებობს. ეს არის სიდიდით მეექვსე ქალაქი ინდოეთში, სადაც რეზერვუარები გაშრა, მოსახლეობას კი წყლის აღება სატვირთო მანქანებიდან უწევს.

წარმოგიდგენთ, მსოფლიოს 10 ქალაქს, რომელსაც გაეროს მონაცემებით, წყლის დეფიციტი ემუქრება:

1. კეიპტაუნი - სამხრეთ აფრიკა

2. მეხიკო - მექსიკა

3. კაირო - ეგვიპტე

4. ტოკიო - იაპონია

5. ჯაკარტა - ინდონეზია

6. სან-პაულუ - ბრაზილია

7. პეკინი- ჩინეთი

8. ბანგალორი - ინდოეთი

9. მელბურნი - ავსტრალია

10. ლონდონი - დიდი ბრიტანეთი - ეს უკანასკნელი გასაკვირია, თუმცა როგორც გაეროს ექსპერტები აღნიშნავენ, წვიმების მიუხედავად, ქალაქს სასმელი წყლის დეფიციტი რამდენიმე მიზეზის გამო ემუქრება. კერძოდ, საუბარია, ქალაქის მოსახლეობის მკვეთრ ზრდაზე და წყაროების დაბინძურებაზე, რის შედაგადაც, მეცნიერები თვლიან, რომ 25 წელიწადში, ლონდონში სასმელი წყალი ამოიწურება.

ნინი ქეთელაური