სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი მიმდინარე წლის 6 თვეში 85,8%-ით შესრულდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის 6 თვის დაზუსტებული გეგმით 169 მილიონ 940 ათასი ლარი გამოეყო, ფაქტობრივი შესრულება კი , 145 მილიონ 623 ათასი ლარია, რაც შესრულების 85,8%-ია.

2014 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აგრარულ საკითხთა კომიტეტი იხილავს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით, პროგრამის "სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა" გეგმით გათვალისწინებული იყო 15 მლნ 096 ათასი ლარი. ათვისებულია 7 მლნ 713 ათასი ლარი, რაც შესრულების 51,2%-ია.

"მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარება" - გეგმით გათვალისწინებული იყო 5 მლნ 767 ათასი ლარი, ათვისებულია 2 მლნ 397 ათასი ლარი, რაც შესრულების 41,6%; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები - გეგმით გათვალისწინებული იყო 644 ათასი ლარი, ათვისებულია 367 ათასი ლარი, რაც შესრულების 57,0%-ია. ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია გეგმით გათვალისწინებული იყო 500 ათასი ლარი, ათვისებულია 117,3 ათასი ლარი, რაც შესრულების 23,5%-ია; სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების განხორციელება - გეგმით გათვალისწინებული იყო 4 მლნ 286 ათასი ლარი, ათვისებულია 469 ათასი ლარი, რაც შესრულების 11, 09%-ია.

რაც შეეხევა სხვა პროგრამებს: "სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა" - გეგმით გათვალისწინებული იყო 148 მლნ 849 ათასი ლარი, ათვისებულია 135 მლნ 367 ათასი ლარი, შესრულების 91,0%;

სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა - გეგმით გათვალისწინებული იყო 3 მლნ 241 ათასი ლარი, ათვისებულია 3 მლნ 003 ათასი ლარი, შესრულების 92, 7%; სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვა და ადმინისტრირება რეგიონებში - გეგმით გათვალისწინებული იყო 2 მლნ 544 ათასი ლარი, ათვისებულია 2 მლნ 049 ათასი ლარი, შესრულების 80, 6%; სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია - გეგმით გათვალისწინებული იყო 21 მლნ ლარი, ათვისებულია 17 მლნ ლარი, რაც შესრულების 81, 09%-ია;

100%-ით შეღავათიანი აგროკრედიტის გეგმა შესრულდა - გეგმით გათვალისწინებული იყო 58 მლნ 800 ათასი ლარი და ათვისებულია 58 მლნ 800 ათასი ლარი. ასევე 100%-ით შესრულდა მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები - გეგმით გათვალისწინებული იყო 50 მლნ ლარი. ათვისებულია 50 მლნ.