ელიზაბეთ რუდი ანაკლიის პორტის პროექტზე - მოხარული ვიქნებით, თუ ეს პროექტი განხორციელდება ამერიკული ინვესტიციით

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

"ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ამ პროექტთან მიმართებაში არის უცვლელი. ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს პროექტი განხორციელდება ამერიკული ინვესტიციით", -განაცხადა რუდმა