რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელებმა ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს,- ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მაია ცქიტიშვილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელებს სამუშაო ფორმატში შეხვდა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს.