„ბიზნეს ასისტენტი“ სტუმრებისთვის - რას სთავაზობს „თეისთ გრუპის“ პარტნიორი სასტუმრო „g.Vino City Wine Hotel" ბიზნეს ვიზიტორებს

სტუმრისთვის ვიზიტების დაგეგმვა, შემეცნებითი ტურები, ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე - ეს იმ მომსახურებების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც „თეისთ გრუპი“ პარტნიორ სასტუმრო „g.Vino City Wine Hotel"-თან ერთად საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსულ სტუმრებს სთავაზობს. „თეისთ გრუპში“ აცხადებენ, რომ მათი მომსახურება სტუმრის ინტერესებზე იქნება მორგებული და ის სრულად დააკმაყოფილებს ვიზიტორის მოთხოვნებს.

საქართველოში ყოველწლიურად საქმიანი ვიზიტით ბევრი უცხოელი ჩამოდის. დატვირთული გრაფიკის გამო მასპინძელ ორგანიზაციას ხშირად სტუმრისთვის შემეცნებითი ტურის მოწყობა ძალიან უჭირს. სწორედ ასეთი და კიდევ სხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვის სერვისი დაამატა სასტუმრო „g.Vino city wine hotel"-მა საკუთარ მომსახურებაში.

„ბიზნეს ასისტენტის“ მომსახურება გულისხმობს: ტრანსფერს აეროპორტიდან და აეროპორტის მიმართულებით, ქალაქში გადაადგილებას განრიგისა და სტუმრის სურვილების შესაბამისად. მომსახურება ითვალისწინებს ბიზნეს ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას, სტუმართან სასტუმროში მოსული პარტნიორების მიღებასა და გამასპინძლებას, ადგილზე სამუშაო სივრცის შექმნას.

„სტუმრის პრეფერენციების დეტალურად გაცნობის შემდეგ, მათ შევურჩევთ შესაფერის საუკეთესო აქტივობებს: ღვინის და უნიკალური კერძების დეგუსტაციას, ტურებს თბილისში/თბილისთან ახლოს და სხვა შემეცნებით ღონისძიებებს“, - განაცხადა „თეისთ გრუპის“ ხელმძღვანელმა თინათინ გურაშვილმა.

გარდა ამისა, ბიზნეს ასისტენტის მომსახურებაში შედის სტუმრის გრაფიკზე მორგებული კვებით უზრუნველყოფა.

სასტუმრო “g.Vino city wine hotel”-ში სტუმრებს დახვდებათ უგემრიელესი ქართული საუზმე; უმაღლესი ხარისხის ოცდაოთხსაათიანი მომსახურება თითოეული თანამშრომლისგან; უნიკალური ქართული ღვინით მდიდარი ბარი.

„ბიზნეს ასისტენტის მომსახურებით ჩვენს გვსურს უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ მასპინძლობა ორგანიზაციებისთვის, ხოლო სტუმრებისთვის “g.Vino city wine hotel”-ში გატარებული ბიზნეს ვიზიტი - რაც შეიძლება ორგანიზებული და დასამახსოვრებელი“, - განაცხადა თინათინ გურაშვილმა.

იგეგმება ბიზნეს ასისტენტის მომსახურების „g.Vino city wine hotel“-ის საიტზე დამატება, შედეგად, ორგანიზაციებს პირდაპირ შეეძლებათ კომპანიასთან დაკავშირება და ამ მომსახურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება. მანამდე კი „თეისთ გრუპმა“ საქართველოში მოქმედი კერძო და საჯარო ორგანიზაციების ნაწილს შესაბამისი შეთავაზება უკვე გადაუგზავნა. თინათინ გურაშვილი აცხადებს, რომ ინტერესი უკვე არსებობს და იმედი აქვს, რომ ბიზნეს ასისტენტის სრულყოფილად ამოქმედების შემდეგ, მოთხოვნაც გაიზრდება.

„თეისთ გრუპი" „სინერჯი კაპიტალის" პორტფელური კომპანიაა, რომელიც ბაზარზე დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა. “თეისთ გრუპის” მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას 3-4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი, რომელიც გამორჩეული იქნება თავისი საუზმით, კულტურის ზიარების აქტივობებით და მომსახურების ხარისხით, რათა თითოეულმა სტუმარმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და ემოციებით დატოვოს ქვეყანა.

„g.Vino“ ბარი 2015 წელს გაიხსნა. ის ქმნის მრავალფეროვან გარემოს ღვინის, ახალი ურთიერთობებისა და მეგობრებთან ერთად გართობის მოყვარულთათვის. 2019 წლიდან კი გაიხსნა სასტუმრო “g.Vino City Wine hotel”-იც. “g.Vino City Wine Hotel” არის ბუტიკური ტიპის, ღვინის თემატიკით გაჯერებული სასტუმრო, რომელიც ქმნის მიმზიდველ და საინტერესო გარემოს მაძიებელთათვის.

https://www.gvinotbilisi.com/