ჩვენ ვლაპარაკობთ ბანკზე, რომლის პარტნიორი გავრილოვი ფულის გათეთრებაში 2- ჯერ იყო შემჩნეული რუსეთში, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს „პროგრეს ბანკზე“ ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე აღნიშნა.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პრობლემა ეროვნულ ბანკშია და ისრების სხვაგან გადატანა არ უნდა ხდებოდეს.
"ერთი რასაც გეტყვით, ეძებეთ პრობლემა იქ, სადაც არის. პრობლემა არის ეროვნულ ბანკში, პრობლემა არის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, პროკურატურაში და ნუ გადაგაქვთ ისრები სხვაგან. თუ მეკითხებით“ პროგრეს ბანკზე“, კიდევ ვიმეორებ, ყველა ოპერაცია საქართველოში 30 000 ლარის ოდენობით ექვემდებარება მონიტორინგს. ჩვენ ვლაპარაკობთ ბანკზე, რომლის პარტნიორი ფულის გათეთრებაში 2- ჯერ იყო შემჩნეული რუსეთში, ბატონი გავრილოვი და მისი პარტნიორები საქართველოში. იქ ეძებეთ პრობლემა", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.