ფიზიკურ პირებს ეროვნულ ვალუტაში აღებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზარდათ

ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე - 17.3%, მაშინ როცა აგვისტოში - 16.9% იყო.

იურიდულ პირებზე გაცემულ სესხებზე წლიური განაკვეთი - 10.8%-დან 10.6%-მდე, ხოლო ზოგადად, ეროვნული ვალუტაში გაცემულ სესხებზე - 14.3%-დან 14.1%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, ამ შემთხვევაში წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, 7.1%-დან 7.4%-მდე გაიზარდა. ანალოგიური მონაცემები დაფიქსირდა იურიდულ პირებზე გაცემულ სესხების შემთხვევაშიც, ხოლო ფიზიკური პირებზე გაცემულ სესხებზე განაკვეთი არ შეცვლილა და 7.1% იყო.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკური მონაცემებით, სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები სულ სესხებზე შემცირდა. კერძოდ, სექტემბერში - 11.5% შეადგინა; აგვისტოში კი 11.7% იყო.

თაია არდოტელი