საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის დევნილები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ, ბინებს მიიღებენ, თუმცა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ.
ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, დღეს, „დირსის საცხოვრებელ კომპლექსში“ აქციის სამმა მონაწილემ ბინა უკვე მიიღო.
"ამ ადამიანების საკითხი, რა თქმა უნდა, განიხილება. ჩვენ ვმუშაობთ იმ კრიტერიუმებით, რომელიც არის მოწოდებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. როდესაც ეს ადამიანები დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, რომელიც ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანებიც მიიღებენ ბინებს. ამ 700 ადამიანში 3 პირია, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და ისინი დაკმაყოფილდნენ ბინებით",- განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, აფხაზეთიდან დევნილები ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში აქცია თვეზე მეტია იმართება.