ბუცხრიკიძეს კარგად უნდა მოუსმინოთ, მან თქვა - ჩვენთან არის აუდიტორული დასკვნა, სადაც ფულის გათეთრებაზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ აუდიტორული დასკვნა ეხებოდა აქტივებს და ვალდებულებებს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებას, რომელიც „პროგრეს ბანკის“ საქმეს და აუდიტორულ დასკვნას შეეხება.
ჯაფარიძის თქმით, ფულის "გათეთრების და ფულის რეცხვის არხი არის გადარიცხვები."
"აუდიტორული დასკვნა არ იკვლებს გადარიცხვებს, გადარიცხვების კვლევის ამოცანა არის კანონით ფინანსური მონიტორინგის და ეროვნული ბანკის საქმე.
აუდიტორული დასკვნა, რომელიც ახლა არის „თიბისი ბანკში“, არ შეიძლება განხილული იქნეს, როგორც დასკვნა ტრანზაქციების შესახებ, რომელიც ხორციელებოდა ამ ბანკში. ფინანსური მინიტორინგის სამსახურში, რომელსაც ევალება კანონით ყველა გადარიცხვის, მათ შორის ოფშორულ ზონებში გადარიცხვების მონიტორინგი, უნდა ინახებოდეს ყველა ეს გადარიცხვა. ბუცხრიკიძეს კარგად უნდა მოუსმინოთ, მან თქვა - ჩვენთან არის აუდიტორული დასკვნა, სადაც ფულის გათეთრებაზე არ არის საუბარი, იმიტომ, რომ აუდიტორული დასკვნა ეხებოდა აქტივებს და ვალდებულებებს. გათეთრების და ფულის რეცხვის არხი არის გადარიცხვები,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებული დოკუმენტი შედგენილია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „დელოიტის“ მიერ, რომელიც „არის ტექნიკური დოკუმენტი და არანაირად არ უკავშირდება ფულის გათეთრების საერთაშორისო აუდიტორულ დასკვნას“.
მან „თიბისი ბანკის“ მიერ „პროგრეს ბანკის“ აქტივების შეძენასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ჩვენ შევიძინეთ „პროგრეს ბანკის აქტივები და ვალდებულებები. ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ ფინანსური და იურიდიული შემოწმება და ამის საფუძველზე შევიძინეთ აქტივები და ვალდებულებები”,- აცხადებს ბუცხრიკიძე.