„არემჯის“ 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში, სოფელ ბალიჭში ახალი დასასვენებელი სკვერი მოეწყო.
როგორც კომპანია „არემჯიდან“ იუწყებიან, სამშენებლო სამუშაოების შედეგად სრულად მოსწორდა და დასუფთავდა ყოფილი კულტურის სახლის ტერიტორია, რომელიც შემოიღობა. ადგილზე მოეწყო სასეირნო ბილიკები, გარე განათება და დასასვენებელი ზონა. ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა სკვერის ტერიტორიაზე არსებულ სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს და დამხმარე შენობა-ნაგებობას.
სკვერის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივმა კომპანიამ განახორციელა.
სკვერის გახსნას კომპანიის წარმომადგენლები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი და სოფლის მოსახლეობა დაესწრნენ.
„არემჯის“ ინფორმაციით ახალ დასასვენებელ სკვერში მისულ სტუმრებს, ადგილობრივ მოსახლეობას ლამაზ გარემოსთან ერთად, დაბა კაზრეთის ანსამბლი ,,მადნეული“ ქართული ცეკვით შეხვდა.
პროექტი ,,არემჯის“ კოპრორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისი ღირებულება 90 000 ლარს შეადგენს.
,,სკვერის ტერიტორია ცუდ მდგომარეობაში იყო, ჩვენ სარემონტო სამუშაობის შედეგად შევუქმენით სოფლის მაცხოვრებელს სასიამოვნო გარემო და ვფიქრობ, რომ მოსახლეობა კმაყოფილია. სამომავლოდ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი სოფლის მოსახლეობისთვის და ვფიქრობ სხვა პროექტებიც წარმატებული იქნება“ - განაცხადა ,,არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.
,,მისასალმებელია ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც კომპანია ,,არემჯის“ აქვს აღებული სოფელი ბალიჭისა და ზოგადად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიმართ. დღეს ერთი კარგი სკვერი შეემატა სოფელს, სადაც ყველა ასაკის ადამიანი თავისუფლად შეძლებს დასვენებას“ – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადაშვილმა.