ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა ვერ შესრულდა

2014 წლის 6 თვეში ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა ვერ შესრულდა.

ამას ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ადასტურებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა და მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დღეიდან იწყება.

დოკუმენტის მიხედვით, შემოსულობების ნაწილში ყველაზე დიდი შეუსრულებლობა ვლინდება გრანტებში, სხვა შემოსავლებში, ფინანსური აქტივების კლებაში, მათ შორის - ვალდებულებების ზრდაში.

შემოსულობებს 155-მილიონი დააკლდა, გრანტებს – 53 მილიონი, სხვა შემოსავლებს – 33 მილიონი, ფინანსურ აქტივებს – 6 მილიონი, ვალდებულებების ზრდას, ანუ სესხებს – 176 მილიონი. ვალდებულებებში ვერ შესრულდა საგარეო წყაროებიდან მოსაზიდი ფინანსები, რომელიც უფრო იაფი სესხია, ვიდრე საშინაო ფასიანი ქაღალდები.