გერმანიის ფედერალური ბანკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გერმანიაში საპენსიო ასაკი 69 წლამდე უნდა გაიზარდოს.
„ქვეყანაში დემოგრაფიული ზრდის გამო, აუცილებელია გადაიხედოს საპენსიო ასაკის ზღვარი, რადგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესის გამო შესაძლოა, მომავალში საპენსიო დაზღვევა დიდი წნეხის ქვეშ მოექცეს, განსაკუთრებით კი 2020 წელს“ - ნათქვამია ბუნდესბანკის ყოველთვიურ ანგარიშში.
გერმანიაში საპენსიო ასაკის ზრდა 2012 წლიდან დაიწყეს. თავდაპირველად ქვეყანაში საპენსიო ასაკად 65 წელი ითვლებოდა, შემდეგ კი 67 წელი დასახელდა.
ბუნდესბანკის ინიციატივით, მათთვის ვინც 2001 წელს და შემდეგ დაიბადა, საპენსიო ასაკი 69 წლამდე უნდა გაიზარდოს. ეს არა მარტო მოხსნის დატვირთვას საპენსიო ფონდებზე, არამედ გაამყარებს გერმანიის საერთო ეკონომიკურ სისტემას
მოამზადა ეკა გადახაბაძემ