შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებელთა გამოკითხვას იწყებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოკითხვის შედეგად, შედეგების ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთება მოქალაქეთა განწყობა, მათი შეხედულებები, რაც შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ს დაეხმარება მომსახურების გაუმჯობესებაში.
გამოკითხვა განხორციელდება სამი სხვადასხვა არხის საშუალებით - სატელეფონო, ვებგვერდი (www.112.ge ) და მობილური აპლიკაცია (#112Georgia).
სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდება სამ თვეში ერთხელ და გამოიკითხება 4500-მდე მოქალაქე. ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში მსურველებს, მუდმივად ექნებათ საშუალება დააფიქსირონ საკუთარი აზრი.