„კონტიმ“ გადაწყვეტილება შეცვალა და კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად“. ამის შესახებ ინფორმაციას ანაკლიის კონსორციუმი ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად,“-აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული „კონტი“ ჯგუფის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დატოვების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აგვისტოში გავრცელდა. თუმცა, გადაწყვეტილების მიზეზები ამ დრომდე უცნობია.
ცნობისთვის, ამერიკული "კონტი" ჯგუფი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იყო.