1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9453 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9453 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9515 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0062 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2737 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2835 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0098 ლარი შეადგინა.