„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი არ ადასტურებს, რომ ანაკლიის პორტით ამერიკული ფონდი „ცერბერუსია“ დაინტერესებული

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი არ ადასტურებს, რომ ანაკლიის პორტით ამერიკული ფონდი „ცერბერუსია“ დაინტერესებული.

როგორც ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფონდის ვინაობის შესახებ მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ფონდის ვინაობას ვერ დაგისახელებთ და ვერც დაგიდასტურებთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ამერიკულ ფონდთან, როგორც ეს არაერთხელ გაგვიჟღერებია. მათ ჰქონდათ შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთანაც. უნდა დაველოდოთ მოლაპარაკების შედეგებს. ვერ დაგიდასტურებთ იმიტომ, რომ არ მაქვს უფლება გავაჟღერო ფონდის ვინაობა. როდესაც მოლაპარაკებები დასრულდება, ყველაფერს გაგიმხელთ, ფონდის ვინაობასაც და მათი მონაწილეობის თაობაზეც“, - განაცხადა ახვლედიანმა.