30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალმა 9 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა

2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალმა 9 580.6 მლნ ლარი შეადგინა.

აქედან სახელმწიფო საშინაო ვალის მთლიანი მოცულობა - 2 359.7 მლნ ლარს, საგარეო ვალი კი - 7 220 9 მლნ ლარს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვის მდგომარეობით, ვალის მომსახურებასა და დაფარვაზე 383.1 მლნ ლარი მიიმართა. საშინაო ვალის დაფარვაზე მიიმართა 16.0 მლნ ლარი, ხოლო მომსახურებისათვის – 50.1 მლნ ლარი.

რაც შეეხება საგარეო ვალს, მისი დაფარვისათვის 2014 წლის 6 თვეში მიიმართა 247.9 მლნ ლარი, ხოლო მომსახურებისათვის – 69.1 მლნ ლარი.