2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით 1 670 607 000 ლარი დახარჯეს, რაც 33,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ამ დანახარჯმა 1 249 674 000 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება კონკრეტულად 2019 წლის სექტემბერს, გასულ თვეს ქართული საბანკო ბარათებით უცხოეთში 219 480 000 ლარი გაიხარჯა, რაც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 67,3 მლნ ლარით მეტია. 2018 წლის სექტემბერში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 152 089 000 ლარი შეადგინა. მთლიანად 2018 წელს კი ქართული საბანკო ბარათებით უცხოეთში 1,757 მლრდ ლარის ოპერაციები განხორციელდა.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, სექტემბერში რეზიდენტი ბანკების ბარათებით, ბანკომატით 48,8 მლნ ლარის ექვივალენტია განაღდებული, პოსტ ტერმინალებით იმპრინტერით და ინტერნეტით 170,6 მლნ ლარის ოპერაციაა შესრულებული.