მსოფლიოში ცნობილმა საკონსულტაციო კომპანია Interbrand-მა ყველაზე ძვირადღირებული ლუქს ბრენდების სია გამოაქვეყნა. სხვადასხვა ბრენდის შეფასებისას კომპანიაშ ექსპერტები ბრენდების ფინანსურ მდგომარეობასთან ერთად აფასებდნენ, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ბრენდი ბაზარზე და რამდენად კონკურენტუნარიანია ის.
საბოლოო ჯამში, ექსპერტებმა სიაში ის 9 ლუქს ბრენდი შეიყვანეს, რომელთა ღირებულება $117, 784 მილიარდს აღწევს.
9. Prada
კვლევისას აჩმოჩნდა, რომ ყველასთვის ცნობილი ძვირადღირებული ბრენდი სიის მეცხრე ადგილს იკავებს. ბრენდის ღირებულება $ 4, 781 მილიარდს აღწევს.
8. Burberry
Burberry-ს ბრენდის ღირებულება $ 5, 205 მილიარდს აღწევს. გასულ წელთან შედარებით, ბრენდის ღირებულება 4%-ით გაიზარდა.
7. Tiffany & Co.
ბრენდ Tiffany & Co.-ს ღირებულება $ 5, 335 მილიარდს აღწევს. გასულ წელთან შედაებით, ბრენდის ღირებულება 5%-ით გაიზარდა.
6. Dior
Dior-ის ბრენდის ღირებულება კი $6, 045 მილიარდი დოლარია.
5. Cartier
სიის მეხუთე ადგილს ცნობილი ბრენდი Cartier-ი იკავებს. ის 8, 192 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გასულ წელთან შედარებით, ბრენდის ღირებულება 7%-ით გაიზარდა.
4. Gucci
სიის მეოთხე ადგილს Gucci იკავებს. ბრენდის ღირებულება 15, 949 მილიარდი დოლარია. გასულ წელთან შედარებით, ბრენდის ღირებულება 23%-ით გაიზარდა.
3. Hermès
Hermès-ის ბენდის თვითღირებულება 17,92 მილიარდ დოლარს აღწევს. გასულ წელთან შედარებით, კომპანიის ღირებულება 9%-ით გაიზარდა.
2. Chanel
მეორე ადგილს ალბათ ყველა ქალის საყვარელი ბრენდი Chanel-ი იკავებს. ბრენდის ღირებულება 22, 134 მილიარდი დოლარია.
1. Louis Vuitton
ძვირადღირებული ბრენდების სიაში პირველ ადგილს Louis Vuitton-ი იკავებს. ბრენდის ღირებულება 32, 223 მილიარდი დოლარია, რაც გასულ წელთან შედარებით 14%-ით მეტია.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ