ავთანდილ წერეთელი პროკურორებს - ვინ დაგნიშნათ ჩემს ბუღალტრად? ჩემს ფულს მე ვერ ვითვლი და თქვენ რატომ ითვლით?

ვინ დაგნიშნათ ჩემს ბუღალტრად, რატომ ითვლით ჩემს ფულს? ჩემს ფულს მე ვერ ვითვლი და თქვენ რატომ ითვლით? - ასე მიმართა სასამართლო პროცესზე ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა პროკურორებს. წერეთელმა აღნიშნა, რომ პროკურორები უარგუმენტოდ საუბრობენ.

კერძოდ, როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ბრალდების მხარე ამბობს, რომ მან ფული გათეთრების მიზნით მისცა მამუკა ხაზარაძეს, თუმცა არ და ვერ აკონკრეტებს, საიდან აიღო მან ეს თანხა. ამასთან წერეთელმა პროკურორებს კითხა თუ რა უფლებით უკონტროლებენ მას ფინანსებს.

"ვინ დაგნიშნათ ჩემს ბუღალტრად, რატომ ითვლით ჩემს ფულს? ჩემს ფულს მე ვერ ვითვლი და თქვენ რატომ ითვლით?", - მიმართა წერეთელმა პროკურორებს.