Business Insider - 7 ნიშანი, რომელიც თქვენი სამსახურიდან გათავისუფლების მაღალ რისკზე მიუთითებს

გამოცემა Business Insider გვთავაზობს 7 გამაფრთხილებელ ნიშანს, რომელიც შესაძლოა, თქვენს სამსახურიდან გათავისუფლებაზე მიუთითებდეს.

1. უფროსი თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი აღარაა

გამოცემის მიხედვით, თუ შეამჩნევთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში უფროსი თქვენს მიმართ დისტანციური გახდა, ეს შესაძლოა, თქვენი სამსახურიდან გაშვების მომასწავებელი გახდეს.

2. თქვენს გასაკეთებელ საქმეს სხვას ავალებენ

თუ შენიშნეთ, რომ თქვენს მიერ შესასრულებელ საქმეს სხვას აძლევენ, შესაძლოა, ეს თქვენი სამსახურიდან გაშვების წინაპირობა იყოს.

3. თქვენს განყოფილებაში შემცირებებია

ზოგჯერ კომპანიაში დგება მომენტი, როდესაც მისი საქმიანობის რომელიმე სფერო არც ისე წარმატებულია და ისინი სამუშაო პერსონალის შემცირებებს იწყებენ. თუ ამჩნევთ, რომ თქვენი განყოფილების ბიუჯეტი შეიკვეცა და ზოგიერთი თქვენი თანამშრომელი სამახურიდან დაითხოვეს, არაა გამორიცხული შემდეგი თქვენ აღმოჩნდეთ.

4. აღარ გაძლევენ ბევრ საქმეს

თუ აქამდე სანსახურში უამრავ საქმეს გაძლევდნენ და თქვენ დიდი შრომის ფასად ახერხებდით მათ მოგვარებას, დღეს კი სამუშაო შეგიმცირდათ, შესაძლოა, ეს თქვენი სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთი მანიშნებელი იყოს. ამ შემთხვევაში თქვენ საჭირო კადრად აღარ აღგიქვამენ და შესაბამისად ბევრ საქმესაც არ გაძლევენ.

5. თქვენი შესრულებული საქმე არ მოსწონთ

მუშაობის პროცესში ნებისმიერი ადამიანი უშვებს შეცდომას, რასაც კრიტიკა მოჰყვება. თუმცა, თუ ბოლო პერიოდში თქვენ ხშირად იმსახურებთ კრიტიკას და თქვენს მიერ შესრულებული სამუშაო აღარ მოსწონთ ეს შეიძლება სამსახურის დაკარგვის საფრთხეზე მიანიშნებდეს.

6. თანამშრომლები გთხოვენ საკუთარი საქმე შეასწავლოთ

თუ რამდენიმე თანამშრომელმა გთხოვათ თქვენი საქმის შესრულება ასწავლოთ და განსაკუთრებით, ეს უფროსის მითითებით ხდება, მაშინ თქვენ სამსახურის დაკარგვის დიდი რისკის წინაშე დგახართ.

7. აღარ გატყობინებენ მნიშვნელოვანი შეხვედრების შესახებ

თუ აქამდე ყოველთვის გატყობინებდნენ მნიშვნელოვანი შეხვედრების შესახებ, ახლა კი რამდენიმე შეხვედრამ თქვენს გარეშე ჩაიარა, არაა გამორისცხული სამსახურის დაკარგვა გემურებოდეთ.

ბექა ბერიაშვილი