"არ შეიძლება თაღლითობა იყოს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება, ეს არის აბსურდი"

არ შეიძლება თაღლითობა იყოს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება, ეს არის აბსურდი, - ამის წესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძემ მათ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამით შეიქმნება პრეცენდენტი, რათა მსგავსი აბსურდები დასრულდეს.

"ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად ისტორიული მომენტი, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ თავიდან ავიცილებთ ძალიან ბევრ ზიანს, რომელიც ქვეყანას ადგება და ამ ზიანის მიყენება გაგრძლდება. ჩემი აზრით, გადავარჩენთ ამ სამ ახალგაზრდს პროკურორს, რომ არ გააგრძელონ ისეთი რამის მტკიცება, რაც ბუნებაში არ არსებობს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მათი ბრალდება ვერ მოხდება თაღლითობისთვის, ვინაიდან ეს მუხლი ხანდაზმულია. მან ასევე განაცხადა, რომ თაღლითობა ვერ იქნება საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება, რაც რეალურად მათ საქმეში მოხდა და დაზარალდნენ როგორც ის, ასევე მამუკა ხაზარაძე.

"თუ ბანკის 80% ჩვენია და ვიცით, რომ ავთო წერეთელმა სესხი ჩვენივე ბანკიდან აიღო, მისი არ დაბრუნების მიზნით, ამით რას ვაკეთებთ? ანუ ჩვენ განზრახვა გვქონდა ჩვენი მოგება შეგვემცირებინა?! ჩვენი განზრახვა იყო საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება. ეს არის სრული აბსურდი, არ შეიძლება თაღლითობა იყოს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება. სად არის ერთი მოწმე მაინც, რომელიც იტყვის, რომ მე და მამუკამ ავთო წერეთელზე სესხი მივაცემინეთ? ისტორიული გადაწყვეტილება იქნება ჩემი აზრით, თუ შეწყდება საქმე. კიდევ ერათხელ დადასტურდება, რომ საქართველოში სასამართლო ფეხზე დგება. ჩემი აზრით გადამწყვეტ პრეცედენტს შევქმნით ამ ქვეყნისთვის და მისი მომავლისთცის, რომ ასეთი აბსურდი დამთავრდეს. მე ძალიან გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოთ", - მიმართა ბადრი ჯაფარიძემ მოსამართლეს.