გვსურს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი აქციების გაყიდვა და კონსორციუმის დატოვება საბოლოო გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ Conti International-ის წარმომადგენელმა კოლინ ვიბლმა განუცხადა.
„კონსორციუმის დატოვების გადაწყვეტილება წლის დასაწყისში მივიღეთ და კონსორციუმსაც ვაცნობეთ ეს გადაწყვეტილება. რამდენიმე თვის წინ კი ეს გამოცხადდა და ცნობილი გახდა, მას შემდეგ ჩვენი გადაწყვეტილება არ შეცვლილა“,- განაცხადა ვიბლმა.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც Conti International -ი კონსორციუმს ტოვებს, ვიბლმა განაცხადა, რომ „ამაზე ამჟამად კომენტარი არ აქვს“.