მწერები, დარღვეული სანიტარული ნორმები და დაბინძურებული დანადგარები - კვების ობიექტები თბილისში, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მესამე კვარტლის კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა.

მათ შორის მოცემულია საწარმოთა ინსპექტირების შედეგები.

აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში მდებარე 300-მდე ობიექტიც შეამოწმეს. რომლის ფარგლებშიც, 63 ობიექტში სხვადასხვა ტიპის კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

აღსანიშნავია, რომ იმ ობიექტებს შორის, სადაც კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა, მოხვდნენ: კაფე-რესტორნები, საშაურმეები, სასურსათო მაღაზიები და ა.შ. კერძოდ ეს კვების ობიექტებია და თითოეულში აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობებია:

შპს პრიმო - „დელიკატო“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სათავსის დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების ღია პროცესი, წარმოიქმნება კონდენსატი და ბინძურდება სურსათი; წარმოების და შენახვის ეტაპზე არ არის დაცული ტემპერატურული რეჟიმი.

სს „ნიკორა ტრეიდი“ - „ნიკორა“ სუპერმარკეტი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი.

„ორი ძმა“ (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დახლ-მაცივრებში არ არის უზრუნველყოფილი ცხოველური წარმოშობის სურსათის სათანადო ტემპერატურაზე შენახვის პირობები.

შპს ბემონი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი.

სს გუდვილი - „გუდვილი“ ჰიპერმარკეტი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - კამერა მაცივრებში წარმოიქმნება კონდესატი; დაზიანებულია და არ დეზინფიცირდება ხორცის დასამუშავებელი მაგიდების ზედაპირი; დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი.

შპს „პოსტერ.ჯი“ - „კაფე გალერეა“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - დარღვეულია სანიტარიული ნორმები; წარმოიქმნება კონდენსატი; სურსათის შესაფუთი/დასაფასოვებელი კონტეინერები ინახება არასათანადო პირობებში.

შპს „მეგობრობა“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - აღმოჩენილია მწერები, ბიზნესოპერატორი არ აწარმოებს სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოებს;. იმ სათავსის დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, წარმოიქმნება კონდენსატი, რომელიც აბინძურებს სურსათს.

შპს „კრეპს სუზეტე პარიზ“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სათავსში, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოება-გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები; არ ხდება იმ საგნების აღჭურვილობების, მოწყობილობებისა და ზედაპირების დასუფთავება და აუცილებლობის შემთხვევაში დეზინფექცია, რომელიც შეხებაშია სურსათთან.

შპს „ჩაის სახლი ქიაჩელზე“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სამზარეულოში აღმოჩენილია მწერები; სავენტილაციო კამერაზე (გრილი) წარმოიქმნება კონდენსატი.

შპს „სალვე“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სამზარეულოში, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, არ ექვემდებარება დასუფთავებას და დეზინფიცირებას და აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს სურსათის დაბინძურება.

შპს „თიოუეიჩ“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - მზა კერძები (ხორცის, თევზის), სალათები ინახება მაცივრის გარეშე ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით.

ი/მ რევაზ წულაია (კაფე-ბარი, რესტორანი) - დარღვეულია სურსათის წარმოება/გადამუშავების, შენახვის ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა (ხორცის დარბილება/დამუშავება ხდება დარბაზის ჭურჭლის სამრეცხაოში, სადაც შემოწმების მომენტში მიმდინარეობდა ჭურჭლის რეცხვა); არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობების, მოწყობილობების და ზედაპირების დასუფთავება და საჭიროების შემთხვევაში დეზინფექცია, რომელიც შეხებაშია სურსათთან.

შპს „მარტო“ - „მარტო ხინკალი“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სავენტილაციო სისტემიდან, რომლის ქვემოთ განთავსებულია ხინკლის ქვაბი, წარმოიქმნება კონდენსატი, რომელიც ჩაედინება ქვაბში.

შპს „დეაკო“ (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - სურსათის შენახვისა და რეალიზაციიის ეტაპებზე არ არის დაცული ტემპერატურული რეჟიმი.

შპს „ლიბერთი“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - ორივე სავენტილაციო სისტემაზე (რომლის ქვეშაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი) ხდება კონდენსატის წარმოქმნა და ცხიმის ჩამოღვენთვა; დარღვეულია სანიტარიული ნორმები.

შპს „კარაკ-ტოტა“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სავენტილაციო ქოლგის შიდა ზედაპირიდან, რომლის ქვეშაც მიმდინარეობს სურსათს წარმოება, არ არის სუფთა და აღინიშნება კონდენსატი.

შპს „ბიგ დედის ფიშ ანდ ჩიფს“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობების, მოწყობილობებისა და ზედაპირების დასუფთავება და საჭიროების შემთხვევაში დეზინფექცია, რომელიც შეხებაშია სურსათთან (თევზის შესაწვავი დანადგარი); სურსათთან უშუალო შეხებაში მყოფი შესაფუთი მასალა წარმოადგენს სურსათის დაბინძურების წყაროს.

ი/მ ციცინო რიჟამაძე (კაფე-ბარი, რესტორანი) - სამზარეულოში არის დიდი რაოდენობის მწერი. არ არის ჩატარებული სადეზინსექციო და სადერატიზაციო ღონისძებები. ჭურჭელი განთავსებულია არასათანადო პირობებში.

შპს "პლაზა მენეჯმენტი" (კაფე-ბარი, რესტორანი) - დარღვეულია სანიტარიული ნორმები.

შ.პ.ს. „ელლადა“ (საშაურმე) - სავენტილაციო სისტემა (მილები) დაფარულია კონდენსატით (რაც არ გამორიცხავს სურსათის დაბინძურებას); დანადგარები არის დაბინძურებული.

ი/მ ნოვრუზ აზიზოვი (კაფე-ბარი, რესტორანი) - აღმოჩენილია მწერები; დარღვეულია სანიტარიული ნორმები.

ზურაბ ჯავახიშვილი სახინკლე "საფიხვნო" (კაფე-ბარი, რესტორანი) - სამზარეულოში დაფიქსირდა მწერები; არ ტარდება სადეზინფექციო პროცედურები სავენტილაციო სისტემიდან ხდება კონდენსატის წარმოქმნა და ნაწილაკების ცვენა; მზა სურსათი და შესაფუთი მასალა განთავსებულია არასათანადო პირობებში.

ი/მ ნელი მუხულიშვილი (კაფე-ბარი, რესტორანი) - სამზარეულოში, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოება /გადამუშავების ღია პროცესი დაკიდულ კონსტრუქციაზე (გამწოვზე), ხდება კონდენსატის წარმოქმნა.

შპს „ჯეო ინდიან სპაისის“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - იქ, სადაც მიმდინარეობს სურსათის დამზადების ღია პროცესი, წარმოიქმნება კონდენსატი.

ი/მ ლევანი მიქელაძე (კაფე-ბარი, რესტორანი) - იმ სათავსში, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი, გამწოვის ქუდზე წარმოიქმნება კონდენსატი და წვეთავს.

ი/მ ია ზანდუკელი (კაფე-ბარი, რესტორანი) - იმ სათავსში, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოება გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსანტის წარმოქმნა და ნაწილაკების ცვენა.

შპს „გუდფუდი“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - იმ სათავსში, სადაც მიმდინარებს სურსათის გადამუშავებისა და წარმოების ღია პროცესი, სავენტილაციო სისტებიდან ხდება კონდენსატის წარმოქმნა, რაც იწვევს სურსათის დაბინძურებას.

სრულად ინსპექტირების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

თაია არდოტელი