„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.
2019 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 107 400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5713 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
ორგანიზაციიას ცნობით, 1-ლი სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4700-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 5310 მილიონიდან 5713 მილიონ ლარამდე.
107400 ხელშეკრულებიდან 29600 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 710.29 მილიონი ლარი. საანგარიშგებო პერიოდში სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობთ 14.56% შეადგინა.
„რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით 39 700 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.56%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1816.84 მილიონი ლარია.
34300 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2929.25 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 990 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.28%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ოქტომბრის მონაცემებით 1939.19 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 10.23%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. დაახლოებით, 14 მილიონი ლარი, ბანკებმა საშუალოდ 13.55%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 2800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 72.42 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.37%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2708 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.23%-დან 11.09%-მდეა შემცირებული,“-აღნიშნულია ორგანიზაციის მიმოხილვაში.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, უკვე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო ზრდა დიდ ტვირთად დააწვება როგორც მომხმარებელს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას (შეგახსენებთ, რომ სებ-მა სექტემბერში ორჯერ გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ჯამში 1%-ით). რეფინანსირების ასეთი მაღალი ნიშნული არ დაფიქსირებულა 2008 წლის შემდეგ, როდესაც რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა ახლახანს გამოიყენა მის ხელთ არსებული კიდევ ერთი ინსტრუმენტი და 17 ოქტომბრიდან შეამცირა უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, რითაც გაზარდა ბაზარზე დოლარის მიწოდება.
„რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე ზრდას ექნება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოსალოდნელი დადებითი შედეგებია:
რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებია: