ჩინეთმა აშშ-სთან საკვანძო საკითხების მოგვარების შესახებ გამოაცხადა

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ლიუ ხემ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა, ასევე სავაჭრო წარმომადგენელმა რობერტ ლეიტჰაიზერმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ხელშეკრულების დოკუმენტის ტექნიკური დეტალები უკვე შეთანხმებულია.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შედგა 25 ოქტომბერს და როგორც უწყება აღნიშნავს, მიღწეულ იქნა შეთანხმება აკრძალვის მოხსნაზე ამერიკიდან ფრინველის ხორცის იმპორტზე. მხარეები ასევე მივიდნენ კონსესუსამდე ამერიკიდან არამხოლოდ ფრინველის, არამედ ზღვის პროდუქტების და ჰიგიენის საშუალების პროდუქციის იმპორტის აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით.

„მხარეები განაგრძობენ ერთმანეთთან კონტაქტს დელეგაციების თავმჯდომარეების დონეზე, ხოლო სამუშაო დონეზე - ექსტერნულ რეჟიმში მართავენ კონსულტაციებს“ - აცახდებს სამინსიტრო.

კოკა კვირკველია