„ნირვანას“ სოლისტის კურტ კობეინის ჟაკეტი 334 ათას დოლარად გაიყიდა

ამერიკული როკ ჯგუფის Nirvana-ს ფრონტმენის გარდაცვლილი კურტ კობეინის ჟაკეტი აუქციონზე 334 ათას დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება.

კომპანია Julien's Auctions-ის ინფორმაციით, რომელმაც ეს აუქციონი გამართა, ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული სვიტერი, რომელიც ოდესმე გაყიდულა აქუციონზე. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ჟაკეტი მომღერალს 1993 წელს გამართულ კონცერტზე MTV Unplugged-ზე ეცვა, რომელიც ჯგუფის თაყვანისცემლების ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი იყო. აღნიშნული ჟაკეტი გარდა, 340 ათასად გაიყიდა მომღერლის გიტარაც Fender Mustang, რომელზეც ის იმავე წელს In Utero ტურნეს დროს უკრავდა.

აღნიშნულ აუქციონზე ასევე გაიყიდა ელვის პრესტლის მოტოციკლი და მაიკლ ჯექსონის ხავერდის პიჯაკი.

როგორც ჟაკეტის მფლობელმა განაცხადა, ის სპეციალურ ქაღალდში ინახავდა მას და არასდროს გაურეცხავთ მას შემდეგ, რაც ის ბოლოს ეცვა მომღერალს. მასზე ასევე დარჩენილია სიგარეტის ნაწვავი.

როგორც ცნობილია, Nirvana-ს შემადგენლობაში კურტ კობეინის გარდა ასევე იყვნენ დეივ გროლი და კრისტ ნოვოსელიჩი. მსოფლიოს მასშტაბით ჯგუფის 62 მილიონი ალბომია გაყიდული. კობეინმა 1994 წელს 27 წლის ასაკში მოიკლა თავი.

კოკა კვირკველია