შანხაიში მსოფლიოში უდიდესი Tesla-ს ავტომობილების მწარმოებელი ქარხანა რეკორდულად მოკლე დროში -168 დღეში გაიხსნა. ამ ინფორმაცის Bloomberg-ი ავრცელებს.
ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის, Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი ოფიციალურ პეკინთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა. თანხმობის მიღებიდან 168 დღეში ქარხნის მშენებლობა დასრულდა და ელექტროავტომობილების წარმოებაც დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ შანხაიში ახლად გახსნილი ქარხანა პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიამ აშშ-ს ფარგლებს გარეთ ავტომობილების მწარმოებელი ქარხნის აშენება გადაწყვიტა.
მასკის განცხადებით, უზარმაზარი ქარხანა კვირაში 1 000 ელექტროავტომობილს აწარმოებს, რაც მათზე მზარდი მოთხოვნის შედეგია.
ამჟამად არსებული მონაცემებით, აშშ-ში წარმოებული ელექტრომობილების უმეტესობა აშშ-შივე რჩებოდა, 25%-ის იმპორტი კი ჩინეთში ხორციელდებოდა. შედეგად დღესდღეობით ჩინეთში 1.2 მილიონი ელექტრომობილია, რომლებზეც მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
როგორც უკვე ცნობილია ახალ ქარხანაში აწყობილი ელექტრომობილ Model 3-ის ფასი 328 000 იუანი (46 000 აშშ დოლარი) იქნება.