Facebook News  - ახალი ამბების ველი სოციალურ ქსელში

სოციალურმა ქსელმა Facebook აშშ-ის მსხვილ ქალაქებში სატესტო რეჟიმში აამოქმედა დღის სიახლეების სერვისი Facebook News. ამ ველში გამოჩნდება მედიის სიახლეები იმის მიხედვით, თუ რა აინტერესებს მომხმარებელს და სად ცხოვრობს ის, იუწყება კომპანია.

ეს პუბლიკაცია საშუალებას მისცემს მომხმარებელს იყოს უახლესი და უმნიშვნელოვანესი ინფორმაციების საქმის კურსში, ამავდროულად უკეთ დაეხმარება გაერკვეს საქმის შინაარსში და გააფართოვოს ინტერესები ინფორმაციის სფეროში, ფიქრობენ კომპანიაში.

როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, ამ განყოფილებაში ასევე გამოჩნდება მცირე ინფორმაციებიც, რომლებიც მნივნელოვან თემებს ეხება. სოციალური ქსელის 100,000 მომხმარებელზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ აკლიათ ინფორმაცია კულტურაზე, ბიზნესზე, სპორტზე და მედიცინაზე.

ტესტირების რეჟიმი ამერიკის მასშტაბით გაფართოვდება. ის ამჯამად მხოლოდ 200 000 მოხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი - წერს The Wall Street Journal. მისივე ინფორმაციით, ამ ველში ინფორმაციის განთავსების შესახებ შეთანხმება გაფორმდა ისეთ მედიასაშუალებებთან როგორებიცაა WSJ, Buzzfeed, Business Insider, The Washington Post, Bloomberg, USA Today ABC News, NBC News და Fox News. რა დაუჯდება ეს სოციალურ ქსელს, ცნობილი არ არის, თუმცა როგორც მანამდე WSJ წერდა, Facebook სხვადასხვა გამოცემებს 10 000 დოლარიდან რამდენიმე მილიონ დოლარამდე თანხას სთავაზობდა.

კოკა კვირკველია