200-ზე მეტი ბრენდი ერთ სივრცეში -  „სითი მოლი საბურთალო“ ოფიალურად გაიხსნა

200-ზე მეტი ქართული და საერთაშორიო ბრენდი ერთ სივრცეში - თბილისში, ვაჟა-შაველას N70-ში, “სითი მოლი საბურთალო” ოფიციალურად გაიხნა. სავაჭრო კომპლექსის გახსნასთან დაკავშირებით 26 ოქტომბერს, გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა.

„სითი მოლი საბურთალოს“ სტუმრებს დილის 11:00 საათიდან, საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ გათამაშებაში, სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და ესარგებლათ სპეციალური ფასდაკლებებით.

„სითი მოლი“ 120 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალფუნქციური კომპლექსია. ობიექტში განთავსებულია 200-ზე მეტი, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების მაღაზიები, ასევე, კაფეები, რესტორნები, საქართველოში უდიდეს კინოთეატრი, ბავშვთა გასართობი და ბოულინგის ცენტრები, ტექნიკის, ავეჯის, დეკორის, თავის მოვლის საშუალებების, პარფიუმერიის, სათამაშოების, წიგნების, სამკაულებისა და სასაჩუქრე მიმართულების ბრენდული მაღაზიები.

გარდა ამისა, სულ მალე საქართველოში პირველად, „სითი მოლი საბურთალოს“, მომხმარებელს საშუალება მიეცემა, ეწვიოს და იშოპინგოს ცენტრში განთავსებულ პრემიუმ კლასის სივრცეში. 2019 წლის ბოლომდე კი ფუნქციონირებას დაიწყებს სავაჭრო და გასართობ ცენტრთან არსებული „A კლასის“ ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“, ასევე, წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ და სათამაშოების მაღაზითა ქსელი - „პეპელა“.

„სითი მოლი საბურთალო“ დამფუძნებელი მინდია საბანაძე -„ამ სივრცეში განთავებული იქნება როგორც სპორტული გამაჯანაღებელი კომპლექი, ისე უდიდესი კინოთეატრი, რომელსაც ექნება სრულიად განსხვავებული ფორმატი, კედლებზეც კი ეკრანებია და ხმა ისმის. გარდა ამისა, საქართველოში რა ბრენდებიცაა წარმოდგენილი, ყველა განთავებულია „სითი მოლში“ და დამატებით კიდევ ისეთ ბრენდები, რომელიც ამ დრომდე არ ყოფილა ქვეყანაში“.

კომპლექიის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი სოფო ელოშვილი - „ჩვენთან წარმოდგენილი იქნება 200-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ბრენდების მაღაზიები. გარდა ამისა, „სითი მოლი“ განსხვავებულია იმით, რომ არის დედაქალქის ცენტში, აქვს საქართველოში ყველაზე დიდი კინოთეატრი და ბავშვთა გასართობი ცენტრი. მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს, ითამაშოს, განიტვირთოს, იშოპინგოს და აშ. ამ ყველაფერთან ერთად კი, ისარგებლოს მიწისქვეშა 2-დონიანი, 1500 ადგილიანი ავტოსადგომით, რაც მათთვის დამატებითი კომფორტია“.

„სითი მოლი საბურთალოს” გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე, დედაქალაქი მერი კახა კალაძე დაეწრენენ.

მინისტრმა პროექტის მნიშვნელობასა და სამუშაო ადგილების რაოდნეობაზე გაამახვილა ყურადღება - „გარდა იმისა, რომ „სითი მოლი საბურთალო“ ძალიან ამშვენებს უბანს და შესაძლებლობას იძლევა, დაისვენო, კარგი დრო გაატარო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იმითაც, რომ ქართული ინვესტიციაა და 3500 სამუშაო ადგილს კომფორტული და ღირსეული პირობებით ქმნის. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე“,-აღნიშნა მინისტრმა.

თბილისის მერი კახა კალაძე - „ძალიან ამაყი ვარ, როგორც დედაქალაქის მერი, რომ ჩვენ ქალაქში გვაქვს შესაძლებლობა, შეიქმნას ასეთი მნიშვნელოვანი სივრცეები. ეს რა თქმა უნდა, ხელს უწყობს როგორც ქალაქის ისე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითრებას და ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს. ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ახორციელებენ ქართულ ინვესტიციას, ქმნიან სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითრებას. ჩვენი მხრიდან მათ ყოველვის იქნება მხარდაჭერა“.

„სითი მოლი საბურთალოს“ საზეიმო გახნის კულმინაცია ლაზერ შოუ იყო, რომელიც მუიკალურად“ სალიომ“ და DJ – კოტე ჯაფარიძემ გააფორმეს.

ნინი ქეთელაური