Reebok-მა სპორტული ფეხსაცმლის გაქირავება დაიწყო

კომპანია Reebok-მა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში სატესტო რეჟიმში აამოქმედა პროექტი Reebok To Go, რომელიც თავის თავში ითვალისწინებს სპორტული ფეხსაცმლების გაქირავებას. ამის მიზეზი კი გახდა არადამაიმედებელი სტატისტიკა: შვედეთში მხოლოდ 100-დან 2 ადამიანი ცვლის ავტომობილით მგზავრობას ელექტროსკუტერით მგზავრობაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამაინებს დიდად არ ხიბლავთ დანიშნულების ადგილამდე ფეხით მისვლა.

იდეის რეალიზებაში კომპანიას დაეხმარა სააგენტო M&C Saatchi. ფეხსაცმლები, რომლებიც ქირავდება, აღჭურვილია QR-კოდებით და GPS-სისტემით. შედეგად ადამიანებს თავისუფლად შუძლიათ იპოვონ მათთვის მორგებული და მათთან ყველაზე ახლოს მყოფი ფეხსაცმელი.

როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, ექსპერიმენტის მიზანია მოქალაქეებს შეახსენონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოძრაობა და ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა.

კოკა კვირკველია