Converse-ის ახალ რეკლამაში plus-size მოდელები გადაიღეს

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ამერიკულმა ბრენდმა Converse-მა კედების ახალი სარეკლამო კამპანია ახალი მოდელისთვის Pro Leather დაიწყო. მისი სახე გახდა plus-size მოდელი პალომა ელსესერი. ამის შესახებ მან ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ფოტო გადაღებებზე ის პოზირებს სპორტულ სამოსში და ახალ კედებში Converse-სისგან. ასევე გადაიღეს სარეკლამო რგოლიც, სადაც ის ყვება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის დარჩეს ისეთი როგორიც არის. ბრენდის სარეკლამო კამპანიაში ასევე გადაიღეს მისი ძმა სეიჯ ელსესერი და კალათბურთელი კელი ობრი უმცროსი.

პალომა ელსესერი კანადელი წარმოშობის ამერიკელი მოდელია. ის ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობდა როგორებიცაა Nike, Fenty Beauty, Proenza Schouler და Mercedes-Benz. ის გახდა პირველი plus-size მოდელი, რომელიც გამოჩნდა ლათინო-ამერიკული Vogue-ის გარეკანზე.

ცნობისათვის, Converse არ გახლავთ პირველი ბრენდი, რომელიც რეკლამისთვის სრულ მოდელებს იღებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საცვლების კომპანიამ Victoria’s Secret პირველად არსებობის განმავლობაში დაიქირავა „ანგელოზი“, რომლის ტანსაცმლის ზომაა 14.