პენტაგონმა ოფიციალურად გამოაცხადა ტენდერის გამარჯვებული, რომელთანაც 10 მილიარდი დოლარის კონტრაქტს გააფორმებს. გამარჯვებულად გამოცხადდა ასევე ამერიკული კორპორაცია Microsoft-ი.
„Microsoft მიიღებს კონტრაქტს 10 მილიარდის ოდენობით 10 წლის განმავლობაში, თუ ყველა სამუშაო იქნება ჩატარებული“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ტექსტში. შეთანხმება ეხება სამხედრო უწყებისთვის ციფრული მომსახურების გაწევას.
აღსანიშნავია, რომ ამ ტენდერში ასევე მონაწილეობდა კომპანია Amazon, რომელიც იმედგაცრუებულია პენტაგონის გადაწყვეტილებით. აღნიშნულის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა დრიუ ჰერდენერი The New York Times-თან საუბრისას განაცხადა.
„პლატფორმა Amazon Web Services არის ნამდვილი ლიდერი ღრუბლოვანი სერვისის სფეროში და ჩვენთვის გაუგებარია ტენდერის ეს შედეგი“, - აცახდებს ის.
იმ დრომდე, ვიდრე ტენდერის საბოლოო შედეგი გამოქვეყნდებოდა, ფავორიტად სწორედ Amazon-ი მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო წუთამდე არავინ იცოდა, რა შედეგით დასრულდებოდა ის. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე არაერთხელ გააკრიტიკა Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი და სწორედ ტრამპის „დამსახურებაა“, რომ ეს ტენდერი კომპანიამ წააგო - წერს The New York Times-ი.