სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია LVMH აპირებს შეიძნოს საიუველირო ბრენდი Tiffany&Сo. შეძენის დეტალები და კონტრაქტის პირობების ასევე ფინანსური ინფორმაცია ამ დროისთვის გასაიდუმლოებულია.
როგორც სააგენტო წერს, ფრანგული ჯგუფი Louis Vuitton Moët Hennessy (LVMH) ამ მოლაპარეკებსბს ნამდვილად აწარმოებს, თუმცა არ არის არანაირი გარანტია, რომ ის შედეგიანად დასრულდება. სააგენტოს წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები მიდის საიდუმლოდ და მას სხვა დეტალები არ გაუმხელია. თავად კომპანიებმა კი აღნიშნულის კომენტირებისგან თავი შეიკავეს.
Financial Times-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ Bloomberg-მა ეს ინფორმაცია გაავრცელა შეთანხმება შესაძლოა, გაწყდეს. Reuters-ის ინფორმაციით კი Tiffany-იმ დაიქირავა სპეციალსიტები, რომლებიც შეისწავლიან შემოთავაზებულ პირობებს, თუმცა ჯერ არანაირი პასუხი არ გაუცია ფრანგული კონგლომერატისთვის. სააგენტომ ასევე ევრ შეძლო გაერკვია სავარაუდო შეთახმების ღირებულების შესახებ.
Bloomberg-ისინფორმაციით მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეს იქნება ყველაზე მსხვილი შენაძენი 2017 წელს Christian Dior-ის შესყიდვის შემდეგ. Financial Times აღნიშნავს, რომ ამ შეთანხმების შედეგად LVMH გააფართოვებს მის წილს ლუქს კლასის საიუველირო პროდუქციის ბაზარზე. როგორც ცნობილია კომპანიამ 2011 წელს 5,2 მილიარდ დოლარად შეიძინა ამ ბაზრის ერთ-ერთი მონაწილე Bulgari-ი.