Huawei საპატენტო განცხადებების მიხედვით ლიდერი კომპანია გახდა

ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei გახდა მსოფლიოში ნომენ პირველი კომპანია საპატენტო განცხადებების რაოდენობის მიხედვით. როგორც გაირკვა, კომპანიამ გასულ წელს სხვებზე მეტი განაცხადი შეიტანა საპატენტო ბიუროში, თუმცა ტექნოლოგიური თვალსაზრისით მათი უმეტესობა მარცხდებოდა ამერიკულ კონკურენტებთან. ამის შესახებ გამოცემა Nikkei იუწყება

როგორც გამოცემა წერს, გასულ წელს ჩინურმა გიგანტმა ჯამში 5405 განაცხადი გააკეთა პატენტზე, ეს კი ორჯერ მეტია რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ იაპონურ კომპანიაზე Mitsubishi Electric და ასევე მესამეზე მყოფ Intel-ზე. თუმცა ამ განცხადებიდან მხოლოდ 21%-ს თუ მივაკუთვნებთ ინოვაციურ ტექნოლოგიას. Intel-ს ეს მაჩვენებელი 33%-ზე აქვს, სხვა ამერიკულ კორპორაციებს, მაგალითად, Qualcomm-ს კი საერთოდაც 44%.

კვლევაში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს, ასევე წერია, რომ Huawei სხვა ჩინური კომპანიებისგან განსხვავებით ასევე მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს პატენტების შესყიდვის მხრივაც. მან გასულ წელს 500-მდე პატენტი შეიძინა, რომელიც ამერიკულ კომპანიებსა თუ ინდივიდუალურ პირებს ეკუთვნოდათ.

კოკა კვირკველია