The Guardians-  „ბრექსითის” გამო გაერთიანებულ სამეფოს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს

„ბრექსითის” გამო გაერთიანებულ სამეფოს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს. ამ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ქვეყანაში არსებული კრიზისისა და ევროკავშირის დატოვების გამო გადაწყვიტეს ბრიტანეტის ნაცვლად საცხოვრებლად სხვა ევროპულ ქვეყანაში გადასულიყვნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიმდინარე წელს ბრიტანეთს დატოვებს, 84 000 მიაღწევს.

ექსპერები აცხადებენ, რომ ბრიტანელების უმეტესობა თავს ევროკავშირის წევრებად მიიჩნევს და „ბრექსითის“ განხორციელების შემთხვევაში საცხოვრებლად ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გადასვლას ამჯობინებენ.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის დატოვების მსურველებს შორის არიან სოციალურად სხვადასხვა ფენისა და პროფესიის ადამიანები.

შეგახსეენბთ, რომ „ბრესითის“ შესახებ დიდი ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების მიღწევა რამდენიმე თვეა ვერ ხერხდება. მხარეებს შორის მოლაპარაკების ყველაზე რთულ ნაწილს სასაზღვრო და სავაჭრო ურთიერთობების რეგულაციები წარმოადგენს.

ბექა ბერიაშვილი