ბრიტანულმა ცენტრმა, რომელიც საქართველოში ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლათა ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს, გლდანსა და ვარკეთილში ორი ახალი ფილიალი გახსნა.
დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი:
ბრიტანულმა ცენტრმა ფუნქციონირება 2003 წელს, მინიმალური რესურსებით დაიწყო. კერძოდ, ვირსალაძის ქუჩაზე, ერთ პატარა შენობაში, სადაც მსმენელთათვის მხოლოდ სამი აუდიტორია ფუნქციონირებდა. ბრიტანული ცენტრი იყო პირველი სკოლა, რომელმაც საქართველოში დანერგა ქალანის მეთოდით სწავლება და აღნიშნულით ინგლისური ენის შესწავლის სფეროში ძირეული გარდატეხა მოახდინა.
დღესდღეობით, ბრიტანული ცენტრი 13 ფილიალს აერთიანებს. თბილისში არსებული 10 ფილიალის გარდა, ფილიალები წარმოდგენილია რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.
ქალანის მეთოდი ინგლისური ენის შესწავლის უნიკალური მეთოდია, რომელიც დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღნიშნული მეთოდით ინგლისურ ენას მსოფლიოს 50 ქვეყნის 400-მდე სკოლაში ასწავლიან, მათ შორის საქართველოში, სადაც ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციის (CMO) მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე მეთოდის გამოყენების ექსკლუზიური ლიცენზია ბრიტანულ ცენტრს აქვს მინიჭებული.
ქალანის მეთოდის ასეთ პოპულარობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ინგლისური ენის ცოდნა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად უაღრესად აქტუალურია. ხშირ შემთხვევებში, უცხო ენის შესწავლა ადამიანებში დიდ ძალისხმევასთან და რუტინულ დავალებებთან ასოცირდება, გარკვეული ასაკის შემდეგ კი, შედეგების მიღწევა ფაქტიურად შეუძლებლად მიაჩნიათ. ქალანის მეთოდი, ენის სწავლების, პირდაპირ მეთოდს წარმოადგენს, რაც უცხო ენის შესწავლას დაახლოებით მშობლიური ენის მსგავს საწყისებზე გულისხმობს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, ის, ნებისმიერი ასაკის, პროფესიისა თუ ეროვნების ადამიანისთვის ინგლისური ენის სწავლის რეალურად ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. ზოგი ადამიანი მთელი ცხოვრება სწავლობს ინგლისურ ენას, აქვს სიტყვათა დიდი მარაგი, გრამატიკული წიგნიერება, თუმცა ეს ცოდნა პასიურია და საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციისას, მყისიერად ვერ იყენებს. ქალანის მეთოდი ტრადიციული მეთოდებისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ავითარებს მშობლიურ ენაზე თარგმანის გარეშე, პირდაპირ ინგლისურ ენაზე ფიქრისა და საუბრის რეფლექსებს. მისი ერთ-ერთი სლოგანი გახლავთ “Speak without thinking”, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს ფიქრიც აღარ სჭირდებათ, იმდენად ბუნებრივი ხდება მათთვის ინგლისურ ენაზე საუბარი.
ბრიტანულ ცენტრში დასაქმებულია ასამდე ინგლისური ენის პედაგოგი, რომელთა პროფესიული გადამზადება ხდება CMO-ს მიერ სერტიფიცირებული ტრენერების მიერ. საქართველოში, შრომის ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყველაზე დიდ ინვესტირებას სწორედ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაში ვახდენთ, რის შედეგადაც, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგებით, სწავლების ხარისხის მართვა და კონტროლი მიმდინარეობს ინგლისური მხარის მიერ.
ყოველწლიურად ბრიტანულ ცენტრში ინგლისურ ენას შეისწავლის ათასობით ინდივიდუალური მსმენელი, ჩვენს კორპორატიულ კლიენტებს კი წარმოადგენენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიები.
ჩვენ გვეამაყება, რომ უკვე 16 წელია ბრიტანული ცენტრი, ინგლისური ენის შემსწავლელ ყველაზე დიდ და პოპულარულ ცენტრს წარმოადგენს საქართველოში. აღნიშნული პოპულარობა და წლების განმავლობაში საზოგადოების მხრიდან ცენტრისადმი გამოხატული ნდობა, უპირველეს ყოვლისა განპირობებულია სწავლების უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფით და თითოეული მსმენელის წარმატებაზე ორიენტირებული მიდგომებით.
ბრიტანულ ცენტრში, ვცდილობთ მუდმივად ვგრძნობდეთ ჩვენი მომხმარებლების მაჯისცემას. ვითვალისწინებთ იმას, რომ დღეს, როგორც არასდროს, თბილისის მოსახლეობისთვის პრიორიტეტული ტერიტორიული ხელმისაწვდომობაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა და ახლა უკვე საკუთარ უბანში ვთავაზობთ ჩვენს სერვისს.
(R)