ჩვენი შემოთავაზებით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს კერძო სექტორში დასაქმებულის დეკრეტული შვებულება ხელფასის 80%-ით და არა ერთჯერადი 1000 ლარით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, რა რესურსი აქვს სახელმწიფოს ამის, ეს კონსულტაციების საგანია.
დიმიტრი ცქიტიშვილის ინფორმაციით, ცვლილებები საჯარო სექტორში დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მოდელს და მექანიზმს არ ეხება, გარდა იმისა, რომ ემატება მამის შვებულების კომპონენტი.
„თუმცა, ეს რა ფორმით იქნება, ამაზე მიდის მსჯელობა“, - განმარტა მან.