ერთი თვის განმავლობაში ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით „კუკუშკის“ მოძრაობა შეიზღუდება

28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება.

ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზიდან“ იუწყებიან.

„სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“ აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.