მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელის განცხადებით, მშენებლობის კუთხით საჯარო შესყიდვების სფეროში პრობლემატურ საკითხს ხარისხი წარმოადგენს

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელის, გრიგოლ ფერაძის განცხადებით, მშენებლობის კუთხით საჯარო შესყიდვების სფეროში პრობლემატურ საკითხს ხარისხი წარმოადგენს.

„გარკვეულწილად ჩვენთან ჯერჯერობით მაინც არის ხარისხის პრობლემა, ევროპასთან შედარებით. იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობის ფასები საქართველოში დაბალია, ევროპულ სტანდარტს ხარისხობრივად ვერ ვაკმაყოფილებთ“, - აღნიშნა ფერაძემ.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, არის თუ არა ბიუროკრატიული პრობლემები სახელმწიფო შესყიდვის კუთხით, ფერაძე აცხადებს, რომ ბიუროკრატია გარკვეულწილად ყოველთვის ანელებს შესყიდვის პროცესს, მაგრამ მკაცრ ბიუროკრატიულ მოთხოვრებს თავად დონორებიც აყენებენ.

„ნებისმიერი დიდი შესყიდვისას, როდესაც დონორებთან ვმუშაობთ, მათგან მოდის საკმაოდ მკაცრი ბიუროკრატიული წესები, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაზე მკაცრია,"-აღნიშნა ფერაძემ.