„განდაგანას“კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 21 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული.
კერძოდ, ბრძანების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „განდაგანა და მისი ხალხური საწყისები“.
„დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ობიექტის მონაცემების განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე,“-აღნიშნულია ბრძანებაში.