„როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს“ და „წარმატების 365 გასაღები“ - რამაზ გიგაურის ლექცია და წიგნის პრეზენტაცია „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართა

„ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის" კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში რა­მაზ გი­გა­უ­რის ლექ­ცია - „რო­გორ შევ­ცვა­ლოთ ის, რაც არ მოგ­ვწონს“ გა­ი­მარ­თა.

ასე­ვე, გა­ი­მარ­თა რა­მაზ გი­გა­უ­რის წიგ­ნის „წარ­მა­ტე­ბის 365 გა­სა­ღე­ბის“ მე­ო­რე ნა­წი­ლის პრე­ზენ­ტა­ცია.

ღო­ნის­ძი­ე­ბის თე­მე­ბი იყო:

1) ცხოვ­რე­ბის ოთხი სე­ზო­ნი: ზამ­თა­რი - დრო, როცა უნდა გავ­ხდეთ ძლი­ე­რი; გა­ზა­ფხუ­ლი - შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დრო; ზა­ფხუ­ლი - ზრუნ­ვი­სა და მოვ­ლის დრო; შე­მოდ­გო­მა - პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბის დრო;

2) ოთხი დიდი მო­ტი­ვა­ტო­რი: აღი­ა­რე­ბა, შე­გუ­ლი­ა­ნე­ბა, ოჯა­ხი, ქველ­მოქ­მე­დე­ბა;

3) ოთხი გრძნო­ბა, რო­მელ­საც თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა შეც­ვლა შე­უძ­ლია: ზი­ზღი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სურ­ვი­ლი, გამ­ბე­და­ო­ბა;

4) ოთხი გა­სა­ღე­ბი „წარ­მა­ტე­ბის 365 გა­სა­ღე­ბი­დან“ (მე­ო­რე ნა­წი­ლი): ნუ გე­ში­ნი­ათ, გა­ბე­დუ­ლად იმოქ­მე­დეთ; იფიქ­რეთ და ისა­უბ­რეთ იმა­ზე, რაც გინ­დათ, რომ მოხ­დეს; რო­გორ და­ვი­წყოთ ცვლი­ლე­ბე­ბი; იყა­ვით ბედ­ნი­ე­რი.

რო­გორც ავ­ტორ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მისი წიგ­ნის მი­მართ ყო­ველ წელს მეტი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა მკი­თხვე­ლის­გან.

„დღეს „წარ­მა­ტე­ბის 365 გა­სა­ღე­ბის“ მე­ო­რე ნა­წი­ლის რი­გით მე­ო­რე პრე­ზენ­ტა­ცია ჩა­ტარ­და, ბევ­რი ხალ­ხი მო­ვი­და და ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ვა­ტა­რეთ. ეს წიგ­ნი უკვე მე­ხუ­თე წე­ლია გა­მო­დის და ყო­ველ წელს უფრო მეტი მკი­თხვე­ლი ჰყავს. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა ლ“-მა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რომ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ამე­რი­კულ ფორ­მატ­ში, სა­მუ­შაო წიგ­ნის სა­ხით. ვფიქ­რობ, ამან გა­ა­მარ­თლა, რად­გან პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის გა­მო­ცე­მას, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ­ში იყო, მკი­თხვე­ლებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და, მათ ეს ვერ­სია მო­ე­წო­ნათ. სულ 12 ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა და წიგ­ნი ყო­ველ­თვე, ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. თა­ვად წიგ­ნი არის ადა­მი­ა­ნის თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და მისი სლო­გა­ნია „წიგ­ნი, რო­მე­ლიც თქვენს ცხოვ­რე­ბას უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლის“. მე მუ­დამ ვამ­ბობ, რომ ჩვენ გვცვლი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი და წიგ­ნე­ბი და უნდა ვე­ძე­ბოთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი და წიგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ პი­როვ­ნუ­ლად უკე­თე­სო­ბის­კენ გვცვლი­ან - რო­დე­საც ჩვენ ვიც­ვლე­ბით, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბაც იც­ვლე­ბა. წიგ­ნის მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბა იმი­ტო­მაა, რომ ადა­მი­ა­ნებს ცვლი­ლე­ბა სურთ და ისი­ნი ელო­დე­ბი­ან, რომ მათი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ ეს არ ხდე­ბა. ამ წიგ­ნის ერთ-ერთ გა­სა­ღე­ბი გვე­უბ­ნე­ბა, რომ თუ გსურთ, შე­იც­ვა­ლოს თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა, მა­შინ თა­ვად გახ­დით ეს ცვლი­ლე­ბა. თუ გვაქვს იმის და­ნახ­ვის, აღ­ქმის და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უნა­რი, თუ სად და­ვუშ­ვით შეც­დო­მე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით დას­კვნებს გა­მო­ვი­ტანთ და წა­ვალთ წინ. ჩვენ გვეხ­მა­რე­ბი­ან სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი და მე მათ ცხოვ­რე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს ვუ­წო­დებ“, - აღ­ნიშ­ნა გი­გა­ურ­მა.

მან­ვე ისა­უბ­რა „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ ავ­ტო­რე­ბი­სა და მკი­თხვე­ლე­ბის შეხ­ვედ­რე­ბის ფორ­მა­ტის შე­სა­ხებ და აღ­ნიშ­ნა, რომ ფორ­მა­ტი მკი­თხვე­ლე­ბის­თვის გან­სხვა­ვე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იძ­ლე­ვა.

„ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი ძა­ლი­ან კარ­გია მკი­თხვე­ლის­თვის, რად­გან ერ­თია, ჩვენ რას გვიყ­ვე­ბა წიგ­ნი და მე­ო­რეა, რას გვე­უბ­ნე­ბა მწე­რა­ლი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი და­წე­რა. ცო­ცხა­ლი სა­უ­ბა­რი ადა­მი­ან­თან უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი სა­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა, ვის­წავ­ლოთ წიგ­ნით, მაგ­რამ ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა გვას­წავ­ლოს მას­წავ­ლე­ბელ­მა. და მას­წავ­ლებ­ლე­ბი რომ სა­ჭი­რო­ნი არ იყ­ვნენ, მა­შინ სკო­ლა­ში მხო­ლოდ წიგ­ნე­ბი იქ­ნე­ბო­და. ამი­ტომ ჩვენ უფრო იო­ლად მივ­დი­ვართ წინ, რო­დე­საც გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვე­სა­უბ­როთ ადა­მი­ანს იმ თე­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს, ვი­ღებთ გარ­კვე­ულ პა­სუ­ხებს, რო­მე­ლიც ხდე­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლის გა­სა­ღე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და მწე­რალ­მა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა ლ“-ის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯერ­მა, ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძემ რა­მაზ გი­გა­უ­რის წიგ­ნის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

„გრძელ­დე­ბა რა­მაზ გი­გა­უ­რის წიგ­ნის „წარ­მა­ტე­ბის 365 გა­სა­ღე­ბის“ გა­მო­ცე­მა. უკვე გა­მო­ვი­და მე­ო­რე ტომი და მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, შე­ი­ძი­ნოს ის ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად. მკი­თხველს უკვე სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, გა­ეც­ნოს იმ და­მა­ტე­ბით 30 რჩე­ვას და გა­სა­ღებს, რო­მე­ლიც მას და­ეხ­მა­რე­ბა და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლამ იცო­დეს, რომ ეს არის სა­მუ­შაო წიგ­ნის სა­ხით - ყვე­ლა წიგნ­ში შე­იძ­ლე­ბა, ჩა­ი­წე­როს მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და იქი­დან­ვე მი­ი­ღოს რჩე­ვე­ბი. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ეს მას უნი­კა­ლურს ხდის“, - გა­ნა­ცხა­და თავ­ხე­ლი­ძემ.

„ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ კო­მენ­ტა­რი რა­მაზ გი­გა­უ­რის მკი­თხველ­მაც გა­ა­კე­თა. ლანა გო­გი­ბე­რი­ძის თქმით, მწერ­ლის წიგ­ნი ადა­მი­ა­ნებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში მარ­თლაც ეხ­მა­რე­ბა.

„დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე მო­ვე­დი იმი­ტომ, რომ რა­მაზ გი­გა­ურს ვთვლი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბულ, მო­აზ­როვ­ნე და გო­ნი­ერ პი­როვ­ნე­ბად. დიდ პა­ტივს ვცემ მის წიგ­ნებს, ვცდი­ლობ, ყო­ველ­თვის და­ვეს­წრო შეხ­ვედ­რებ­სა და წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, რო­მელ­საც ის ატა­რებს. მის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუ­ქით“ გა­ვი­გე, რად­გან ის ასე­ვე ას­ტრო­ლო­გია და ყო­ველ­დღი­უ­რად თვალს ვა­დევ­ნებ მის პოს­ტებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ რა­მაზ გი­გა­უ­რი უკე­თე­სო­ბის­კენ ცვლის ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას, რო­მე­ლიც მას მიჰ­ყვე­ბა. მისი „წარ­მა­ტე­ბის 365 გა­სა­ღე­ბი“ ნამ­დვი­ლად გვეხ­მა­რე­ბა და ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად მუ­შა­ობს და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ადა­მი­ა­ნებს უქ­მნის ბევ­რად კარგ სა­ფუძ­ველს იმის­თვის, რომ უკე­თე­სო­ბის­კენ შეცვალონ ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თლაც ის, რაც არ მოს­წონთ. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ფორ­მატ­ში „ბიბ­ლუს­ში“ შეხ­ვედ­რებს, ისი­ნი ძა­ლი­ან მომ­წონს, რად­გან გა­რე­მო არის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო, კომ­ფორ­ტუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის ად­გი­ლი იდე­ა­ლუ­რა­დაა შერ­ჩე­უ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ბე­რი­ძემ.

ეკა აბა­ში­ძე