საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოჯახებს, რომლებსაც სოციალური დახმარება პროგრამულად შეუწყდათ, მაგრამ სოციალური სტატუსი შეესაბამება, დახმარება 2 თვის განმავლობაში აღუდგება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოციალური დახმარების კონტროლი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
"სოციალური დახმარების კონტროლი განახლდა არა 6 თვის წინ, არამედ აგვისტოს თვეში. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და მომდევნო 2 თვის მანძილზე, რომელსაც პროგრამულად შეუწყდა სოციალური დახმარება, მაგრამ მას შეესაბამება ის სტატუსი, რომელსაც ფლობს, აღუდგება სოციალური დახმარება",- განაცხადა ტიკარაძემ.