საფრანგეთში, ქალაქის პორტში, სატვირთო მანაქანის მაცივარ-კონტეინერში რვა მიგრანტი, მათ შორის ორი ბავშვი, ჰიპოთერმულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
გადარჩენილი მიგრანტები, რომლებიც მათი თქმით, ავღანეთიდან არიან, იმ დროს აღმოაჩინეს, როდესაც კონტეინერის ჩატვირთვა გემზე ხდებოდა ბრიტანეთში გადასაყვანად.
მაშველთა ინფორმაციით, რვავე მიგრანტი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაკავებულია სატვირთო ავტომობილის ორი რუმინელი მძღოლი.