შსს-ს კიბერუსაფრთხოების სამსახურში "აიპლიუსის" დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს. საქმე ეხება აიპლიუსის ვებ-გვერდ iPlus.ge-ზე ჰაკერულ თავდასხმას. აღნიშნულ ინფორმაციას „აიპლიუსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად, iPlus.Ge-ზე, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურათი გამოდის წარწერით - "დავბრუნდები".
ვებ-გვერდის ფუნქციონირების აღსადგენად ტექნიკური ჯგუფი უკვე მუშაობს. ვებ-გვერდით სარგებლობა სავარაუდოდ, 2 საათში იქნება შესაძლებელი.