პეკინის ახალ საერთაშორისო აეროპორტ დასინში კვირას პირველი საერთაშორისო ფრენები განხორციელდა

პეკინის ახალ საერთაშორისო აეროპორტ დასინში კვირას პირველი საერთაშორისო ფრენები განხორციელდა, რეისები შესრულდა ასევე ჰონგ-კონგის, მაკაოსა და ტაივანის მიმართლებით. საერთო ჯამში პირველ დღეს 9 გამავალი და 6 შემავალი რეისი განხორციელდა.

აეროპორტის პირველი გამავალი თვითმფრინავი ბანგკოკის მიმართულებით 7:50 წუთზე აფრინდა, აეროპორტმა პირველი თვითმფრინავი გაერთიანებული სამეფოდან 9:13 წუთზე მიიღო.

პეკინის საბაჟოში განაცხადეს, რომ მათ მრავალი ზომა მიიღეს, რათა მგზავრთა ნაკადის გასვლისა და შესვლის ოპტიმიზაცია მოეხდინათ და ამგვარად მგზავრთათვის გადაადგილება გაემარტივებინათ. აეროპორტი ფრენებისთვის 25 სექტემბერს გაიხსნა. ის პეკინის ცენტრიდან 46 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ახალი საავიაციო ჰაბი ფენიქსის ფორმისაა. გეგმის თანახმად, 2025 წლისთვის აეროპორტი 72 მილიონ მგზავრს უნდა მოემსახუროს და 2 მილიონი ტონა ბარგი გადაზიდოს. საერთო ჯამში კი 620 ათასი აფრენა და დაჯდომა უნდა განახორციელოს.

ავტორი: სალომე აბულაშვილი