საფრანგეთი ელექტროსკუტერების სარგებლობის წესებს ამკაცრებს

ბოლო წლების განმავლობაში ევროპის ქვეყნებში ელექტროსკუტერებით გადაადგილება განსაკუთრებით პოპულარული გახდა. თუმცა, ამასთანავე გადაადგილების ახალმა საშუალებამ ბევრი პრობლემა წარმოშვა და გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები. ამიტომ ევროპის რიგ ქვეყნებში გადაწყვიტეს, ელექტროსკუტერების სარგებლობის წესები გაემკაცრებინათ.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი შემთხვევა საფრანგეთში დაფქისირდა, ამიტომ სკუტერებით სარგებლობის ყველაზე მეტი წესი ფრანგებმა მიიღეს.

  • ამიერიდან ელექტროსკუტერის მომხმარებლებს მისი გამოყენებისას მაქსიმუმ 25 კმ.სთ. სიჩქარის განვითარება შეეძლებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 1 500 ევროს ოდენობით დაჯარიმდებიან.
  • ელექტროსკუტერით სარგებოლობის მინიმალურ ზღვრად 12 წელი განისაზღვრა.
  • ელექტროსკუტერზე განთავსება მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლება. კანონის დამრღვევთათვის 35 ევროს ოდენობით ჯარიმაა გათვალისწინებული.
  • სკუტერით სარგებლობისას დაუშვებელია მობილური ტელეფონისა და ყურსასმენების გამოყენება.
  • ამასთანავე ახალი რეგულაციების მიხედვით 2020 წლიდან თითოუელ სკუტერს უნდა გააჩნდეს ნათურა, ზარი და სამუხრუჭე სისტემა.
ბექა ბერიაშვილი