გიორგი თაბუაშვილი: ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულება გეგმასთან ახლოს არის

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის შეფასებით, ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულება გეგმასთან ახლოს არის.

ამის შესახებ კომენტარი თაბუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თანხები ყველა მიმართულებით გაიხარჯა, როგორც შრომის ანაზღაურების, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით, ინფრასტრუქტურული მომსახურების კუთხით.

2014 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დღეს დაიწყო. დოკუმენტზე იმსჯელეს აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვის კომიტეტებმა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც განხილვებისას გამოიკვეთა, არის ის, რომ შესაბამისი მიმართულების უწყებებში გეგმისამებრ ხარჯების ათვისება ვერ მოხდა.