„ანაკლიის კონსორციუმი“ - საპარლამენტო ფორმატში ანაკლიის პორტის პროექტის განხილვა 30 ოქტომბერს გაიმართება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, საპარლამენტო ფორმატში ანაკლიის პორტის პროექტის განხილვა 30 ოქტომბერს გაიმართება.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თანხმობა განაცხადა მონაწილეობა მიიღოს ღია ფორმატის შეხვედრაში, წარდგეს მოხსენებით და ისაუბროს პროექტის ირგვლივ დასმულ ნებისმიერ შეკითხვაზე.

საპარლამენტო ფორმატში ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის პროექტის განხილვა 2019 წლის 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა“, - აღნიშნულია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.